რუსებმა დნიპრო დაბომბეს | არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

დღეს დილით ოკუპანტები დნიპროს დაესხნენ თავს. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 3 ადამიანი და დაშავებულია 18. 

დაბომბვის შედეგად,  დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, ბენზინგასამართი სადგური, ასევე სამედიცინო დაწესებულება.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონს ფრთოსანი და მართვადი საჰაერო რაკეტები ესროლეს. დაბომბვისთვის გამოიყენეს დრონებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი