ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას, სადაც საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიევროპულ ნაბიჯებზე, "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა | ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი "ოცნების" წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

„დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი "ოცნების" წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი