"აორგანიზებენ, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს უუუ დაიძახოს; თქვენი დადგმული იყო" | მდინარაძე "მთავარ არხს"

გამოქვეყნდა:

"თქვენი დადგმული იყო" - ასე უპასუხა "ოცნების" უმრავლესობის ლიდერმა მდინარაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს იმ პროტესტზე საუბრისას, რაც ხალხის მხრიდან პრემიერ კობახიძის გამოჩენას მოჰყვა გუშინ, თავისუფლების მოედანზე. ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე,  ტელევიზიების დადგმული იყო? მდინარაძე პასუხობს - "არა ტელევიზიების არა, თქვენი".

"როცა აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს უუუ დაიძახოს და 100 კაცი აყვეს. როდესაც აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური ფეიკი დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა, თან საყოველთაო ზეიმის ფონზე, არ შეიძლებაა" ამბობს მდინარაძე.

ხალხის პროტესტი, რომ თითქოს "დადგმული და დაორგანიზებული" იყო, მდინარაძის მსგავსად ამტკიცებენ "ოცნების" რიგითებიც, მაგალითად, ირაკლი ქადაგიშვილი - "განა ზეიმი გაინტერესებდათ, გაინტერესებდათ ეს პროვოკაცია" - ამბობს ის. 

შეგახსენებთ, გუშინ, 2 ივლისს, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების დახვედრის და დაჯილდოების ღონისძიებაზე პრემიერ კობახიძის სცენაზე გამოსვლას საზოგადოების პროტესტი და უარყოფითი შეძახილები მოჰყვა. სამაგიეროდ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილები ტაშით შეხვდნენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი