ბაბაევისთვის აღკვეთის სახით, პროკურატურა 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს | გორში სასამართლო იწყება

გამოქვეყნდა:

გორის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის პროცესი იწყება. პროკურატურა, რომელიც მას იარაღის უკანონო ფლობას ედავება, ბაბაევისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის გარეშე დატოვებას. საქმეს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გოგა კუპრეიშვილი განიხილავს.

ანტისაოკუპაციო რესტო ბარის დამფუძნებელს პროკურატურა ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა.

ბრალდებული ამტკიცებს, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო. ჩხრეკა რომ კანონის დარღვევით იყო ჩატარებული ეს პირველ სასამართლოზეც დადასტურდა, როდესაც გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ ბაბაევის ჩხრეკა უკანონოდ ცნო,  თუმცა, სააპელაციომ ეს საქმე სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ შემოატრიალა და გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა.  მოსამართლემ პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით, ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, "მაკაროვი" და "კალაშნიკოვი" მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი