"ტოტალური რუსოფობიისთვის" რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას აჩერებს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ მიიღეს განცხადება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ. მოსკოვი ასევე შეწყვეტს საწევროს გადახდასაც.

მიკერძოებული დისკრიმინაციული მიდგომები, ორმაგი სტანდარტები და ტოტალური რუსოფობია, მოუმზადებლობა არსებითი დისკუსიისთვის, მიუთითებს ეუთოს საპარლამენტო ურთიერთობის მექანიზმის უკიდურეს დეგრადაციაზე“, - აცხადებს რუსეთის პარლამენტი.

გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ამ დღეებში იმართება რუმინეთში.

ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო, რუსეთის დელეგაციის წევრებს რუმინეთმა ასამბლეაზე დასასწრებად, ვიზებზე უარი უთხრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი