ბაბაევს მოსამართლემ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა | პროკურატურა 10 000-ს ითხოვდა

გამოქვეყნდა:

იოსებ ბაბაევს აღკკვეთის სახით 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. პროკურატურა ბაბაევისთვის 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას.

სამოქალაქო აქტივისტსა და ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელს, იოსებ ბაბაევს იარაღის უკანონო ფლობას ედავებიან. ბრალი ოფიციალურად მას დღეს წაუყენეს. 

თავდაპირველად, გორის სასამართლოს მოსამართლე, ლევან დარბაიძემ ბაბაევის ჩხრეკა უკანონოდ ცნო, თუმცა, სააპელაციომ ეს საქმე სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ შემოატრიალა და გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. მოსამართლემ პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, "მაკაროვი" და "კალაშნიკოვი" მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი