ისრაელში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა| თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

გამოქვეყნდა:

ისრაელის ჩრდილოეთით ქალაქ ქარმიელში, სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი დაჭრა. მათგან ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელიც.  

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა სავარაუდოდ ტერაქტი იყო. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სამხედრო დაჯგუფება პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა, Telegram-ზე პოსტი გამოაქვეყნა და თავდასხმას "გმირულ ოპერაციად" მოიხსენია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი