ცენტრალურ მალიში ქორწილის დროს შეიარაღებული პირების თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ცენტრალურ მალიში შეიარაღებულმა ჯგუფებმა სოფელს, სადაც ქორწილი მიმდინარეობდა, ალყა შემოარტყეს და 40 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმა ორშაბათს მოპტის რეგიონის სოფელ ჯიგიბომბოში მოხდა, სადაც ალ ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯიჰადისტური ჯგუფები ათწლეულზე მეტია აქტიურობენ.

"ეს იყო ძალიან სერიოზული თავდასხმა, შეიარაღებულმა ადამიანებმა ალყა შემოარტყეს სოფელს და ესროდნენ ხალხს", - თქვა ბანკასის მერმა მოლაე გუინდომ.

ორმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ მოკლულია 40 ადამიანი - "ეს იყო ხოცვა-ჟლეტა, ალყა შემოარტყეს სოფელს, სადაც ქორწილი იყო... პანიკა იყო, ზოგმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ ბევრი დაიღუპა, უმეტესობა კაცი."

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთის, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი