თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

თუ ტრამპმა იცის როგორ უნდა დაასრულოს ეს ომი, დღესვე უნდა გვითხრას - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებების კომენტირებისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ "პოტენციურად მზად არის" შეხვდეს ტრამპს და მოისმინოს მისი წინადადებები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრამპის გუნდი "ვერ დაგეგმავს უკრაინელი ხალხის ცხოვრებას".

„ჩვენ გვინდა გავიგოთ, გვექნება თუ არა ნოემბერში [ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში] აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა თუ სრულიად მარტო დავრჩებით“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, "სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი