პრემიერმინისტრს ხალხი მისსავე ორგანიზებულ ღონისძიებაზე პროტესტით ხვდება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებთან შესახვედრად თავისუფლების მოედანზე მისულ მოქალაქეებს ანტიგმირიც ჰყავდათ - და ეს როლი, საზოგადოების გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრმა მოირგო. ირაკლი კობახიძეს შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ და ფაქტობრივად აიძულეს დაეტოვებინა სცენა. აღმოჩნდა, რომ ხალხს სრულიად განსხვავებული რეაქცია აქვს ორ პოლიტიკურ ლიდერზე - გუშინ საღამოს პრეზიდენტის მისამართით გამოხატული ემოციები მთლიანად პოზიტიური იყო.