ქარიშხალმა "ბერილიმ" იამაიკაზე სულ მცირე 7 ადამიანი იმსხვერპლა

გამოქვეყნდა:

მე-4 კატეგორიის სიძლიერის ქარიშხალმა "ბერილიმ" იამაიკაზე სულ მცირე 7 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარიშხალმა, დაახლოებით დილით 5 საათისთვის, იამაიკის დედაქალაქ კინგსტონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 300 კილომეტრის დაშორებით გაიარა. მისი სიჩქარე დაახლოებით 230 კილომეტრ საათს აღწევდა.

ქარიშხალმა აღმოსავლეთ კარიბის ზღვის პატარა კუნძულებზე სახლები და სოფლის მეურნეობა გაანადგურა. ასევე, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გამოიწვია წყალდიდობა პატარა კუნძულებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი