ინდოეთში, რელიგიურ ღონისძიებაზე მომხდარი ჭყლეტის გამო, სულ მცირე, 121 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატის ჰატრას რაიონში გამართულ რელიგიურ ღონისძიებაზე, ხალხმრავლობით გამოწვეულ ჭყლეტას, სულ მცირე, 121 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა 80 000-მდე იყო განსაზღვრული, თუმცა მიუხედავად ამისა, ღონისძიებას 250 000-მდე ადამიანი დაესწრო.

დაღუპულთა შორის 112 ქალი და 7 ბავშვია, დაშავებულთა რაოდენობა კი 31-ს შეადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი