საპენსიო ფონდის გადარჩენის პროექტი. არასამთავრობო სექტორი "ქართული ოცნების" მთავრობას კონკრეტული ინიციატივით მიმართავს. სამოქალაქო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონში დაგეგმილი ახალი ცვლილები ფონდის ხელმძღვანელებს სახიფათო უფლებამოსილებებს ანიჭებს. ჩანაწერები კანონში, რომლების მიღებაც მმართველ პარტიას სურს, ინტერპრეტაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა და აჩენს რისკს, რომ მოსახლეობის დანაზოგი კონკრეტულ პოლიტიკურ პროექტებზე დაიხარჯება.