"სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს... საათი და ორმოცი წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან," - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის საელჩოში ჟურნალისტებთან განაცხადა.
"სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ ამერიკის საელჩოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. თითქმის ყოველდღიური კავშირი გვაქვს, როგორც FBI-სთან, ასევე INL-თან, DEA-სთან. რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ამერიკასთან, მე ორი ათეული წელია უკვე ვმოგზაურობ ამერიკაში, როგორც სამსახურებრივი, ასევე ოჯახთან ერთად ვიზიტებით და შესაბამისად არასდროს პრობლემები არ მქონია. ახლაც ზუსტად საათი და ორმოცი წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან. აეროპორტიდან მოვდივარ," - განაცხადა კუპატაძემ.