აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე | რატომ არ დაესწრო საელჩოში მიღებას პრეზიდენტი?

გამოქვეყნდა:

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე შეერთებული შტატების საელჩომ ტრადიციული მიღებით აღნიშნა. თუმცა წლევანდელი ღონისძიება პირველად ჩატარდა ისე, რომ მას საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა. 

საზეიმო ვახშამზე არ ყოფილა არც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, არც ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახი კალაძე და არც ანრი ოხანაშვილი.  ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერ მინისტრი, თუმცა ირაკლი კობახიძეს ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლის საშუალება აღარ მისცემია. 

"მთავარის" ინფორმაციით, პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლა სურდა თუმცა ამის საშუალება არ მიეცა, რადგან იმ შემთხვევაში თუ ის საელჩოში შეკრებილებს მიმართავდა, მაშინ სიტყვით პრემიერიც უნდა გამოსულიყო. მიღებული გადაწყვეტილებით, კი სიტყვით გამოსვლის საშუალება არც პრეზიდენტს და არც პრემიერს მისცეს. 

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე სოციალური ქსელით მიულოცა.
 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი