"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

გამოქვეყნდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა იწყება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე, პარტიაში დაგეგმილ სიახლეებსა და 8 ივლისს გასამართ ღონისძიებაზე. ბოკუჩავას თქმით, 8 ივლისის შეკრებას ექნება პარტიული ყრილობის ელემენტი და მიიღება ოფიციალური გადაწყვეტილებები როგორც პარტიის თავმჯდომარის, ისე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თაობაზე.

"8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან და ამასთან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. ამასთან, სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება. შევიკრიბეთ დღეს, რადგან მივიღოთ გადაწყვეტილებები.

იცით, ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესთავაზოს, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში.

რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის, ხელი მოაწერა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი. ამიტომ, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ ერთობა შედგეს”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახენებთ, ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავამ შეცვალა. როგორც ხაბეიშვილმა ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განმარტა, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობის შემდეგ. ხაბეიშვილის თქმითვე, მან საკუთარი კანდიდატურა პარტიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე შესთავაზა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი