საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის მსურველ კანდიდატებს უსმენს

გამოქვეყნდა:

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის მსურველ  კანდიდატებს უსმენს. გასაუბრებები გენერალურ პროკურატურაში დღეიდან დაიწყო. 

სულ რეგისტრირებულია 11 კანდიდატი, მათ შორისაა ირაკლი შოთაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი, რომელსაც დიდი ალბათობით პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი აქვს.

საბჭო შერჩეულ კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს.

შეგახსენებთ, 23 მაისს ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი