"ჰეზბოლას" მტკიცებით, ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვა | ისრაელის განცხადებით, იერიშს მიიტანენ სამხრეთ ლიბანზე

გამოქვეყნდა:

დაჯგუფება "ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვა და თავდასხმა 10 სამხედრო ობიექტზე "დრონების ესკადრონით" დაიწყო. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ამბობს, რომ ეს არის პასუხი სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურის მკვლელობაზე. 

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ მსხვერპლი არ არის. ქვეყნის სამხედროებმა თქვეს, რომ საჰაერო სამიზნეების უმეტესობა შეჩერდა, მაგრამ თავდასხმების შედეგად ხანძარი გაჩნდა ზოგიერთ რაიონში. ისრაელმა განაცხადა, რომ უპასუხებს "ჰეზბოლას" და ლიბანის სამხრეთში მდებარე სამხედრო ობიექტებს შეუტევს.

ისრაელი და "ჰეზბოლა", ღაზის სექტორში მებრძოლი "ჰამასის" მოკავშირე, 7 ოქტომბერს ომის დაწყების შემდეგ ყოველდღიურად უპირისპირდებიან ერთმანეთს სასაზღვრო რეგიონებში და იზრდება საშიშორება, რომ შეტაკებები შეიძლება გადაიზარდოს ომში. AFP-ის მონაცემებით, ისრაელ-"ჰეზბოლას" სასაზღვრო შეტაკებებს ლიბანში 496 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა მებრძოლი, 95 მშვიდობიანი მოქალაქე.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ სულ მცირე 15 ჯარისკაცი და 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა გაეროს მიერ პატრულირებულ საზღვარზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი