პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ხაბეიშვილს მხარი დაუჭირეს | ენმ 8 ივლისს ყრილობას გამართავს

გამოქვეყნდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას, ხოლო პოლიტსაბჭოსი- ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილება ოფიციალურად 8 ივლისს გაფორმდება.

"დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8 ივლისს, ყრილობაზე კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დაამტკიცებს. შესაბამისად, მზად ვართ, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის.

[სხვა პარტიებთან ერთობაზე] ინფორმაცია 8 ივლისს ექნება საზოგადოებას. დიდ ერთობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას. არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ უნდა დაიკარგოს." განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ენმ-ში სხვა სიახლეებსაც აანონსებენ. 

შეგახენებთ, ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავამ შეცვალა. როგორც ხაბეიშვილმა ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განმარტა, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობის შემდეგ. ხაბეიშვილის თქმითვე, მან საკუთარი კანდიდატურა პარტიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე შესთავაზა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი