მადრიდში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა მადრიდში, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ოფისში წერილი შეიტანა. ისინი "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ.
"ვითხოვთ ივანიშვილის რეჟიმის, მოძალადე დეპუტატებისა და პოლიციელების დასანქცირებას", - ამბობს მადრიდში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, გიორგი ნოზაძე.