ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატობაზე უარს არ იტყვის | აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები და კულუარული ცნობები თეთრი სახლიდან

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და მეორე ვადით არჩევისთვის ბოლომდე იბრძოლებს. BBC-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს, რის შემდეგაც სატელეფონო საუბარი გამართეს დემოკრატიული პარტიის წევრებთან.

ამავე დროს, როგორც ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება, ბაიდენმა მთავარ მოკავშირეებს განუცხადა, რომ უახლოესი დღეები გადამწყვეტია და კარგად ესმის, რომ შეიძლება ვერ შეძლოს თავისი კანდიდატურის გადარჩენა. კითხვები 81 წლის პრეზიდენტის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით ტრამპთან წაგებული სატელევიზიო დებატების შემდეგ გაჩნდა.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი