პუტინის ოპონენტებისთვის საქართველოს საზღვარი ისევ ჩაკეტილია | ქვეყანაში ნავალნის გუნდის წევრი, ბორის ზოლოტარევსკი, არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

კრემლის აგრესიული პოლიტიკის მოწინააღმდეგეებისა და პუტინის ოპონენტებისთვის საქართველოს საზღვარი ისევ ჩაკეტილია. პოლიციამ ქვეყანაში კიდევ ერთი ოპოზიციონერი აქტივისტი არ შემოუშვა. ნავალნის გუნდის წევრი ბორის ზოლოტარევსკი, რომელიც ღიად გმობს საქართველოს ოკუპაციას, 3 წელია თბილისში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე დღით ქვეყნის დატოვების შემდეგ ის საქართველოში გაურკევველი მიზეზით აღარ შემოუშვეს.  განმარტება ბუნდოვანი და სტანდარტულია, თუმცა თავად აქტივისტი სასაზღვრო პოლიციის ქმედებას მის ანტიპუტინისტურ და პრო-უკრაინულ საქმიანობას უკავშირებს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი