გაზრილი ხელფასები, დანამატები, საწვავი და სატელეფონო ხარჯები- საჯარო სამსახურებში დასაქმებული პარტაქტივი

გამოქვეყნდა:

იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აიპებისა და შპს-ებში თანამშრომლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 

თანამშრომლებთან ერთად, რეკორდულად იზრდება მათი ხელფასები, დანამატები, საწვავის ხარჯები, მივლინებები და სატელეკომუნიკაციო ხარჯებიც.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველის" კვლევით, თუ 2017 წელს  აიპებსა და შპს-ებში დასაქმებულთათვის ბიუჯეტიდან  27 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, 2019 წელს ამ თანხამ 37 მილიონს გადააჭარბა. 

ორგანიზაცია იმერეთის 10 მუნიციპალიტეტის მონაცემებს აქვეყნებს.

  • 2019 წლის მონაცემებით,  იმერეთის 10 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი იურიდიული პირი (24) სამტრედიის მუნიციპალიტეტს ჰყავს.
  • მუნიციპალურ იურიდიული პირებში ჯამურად ყველაზე მეტი - 1498 დასაქმებული  ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჰყავს.
  • 2017-2019 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხარჯით თერჯოლის და წყალტუბოს მერიების იურიდიული პირები ლიდერობენ.
  • ყველაზე მეტი ხარჯი ტელეკომუნიკაციაზე ხარაგაულის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში გასწიეს.

ოპოზიციის შეფასებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები ძირითადად პარტაქტივია და "ოცნება" მათ საჭირო დროს, ძირითადად არჩევნებზე იყენებს. მათივე თქმით, მილიარდერის პარტია საკუთარ აქტივისტებს ხელფასს ბიუჯეტიდან უხდის და სამსახურში აფორმებს ისე, რომ ხშირად ისინი სამსახურშიც არ დადიან და მათი ფუნაცია-მოვალეობებიც გაურკვეველია.

კვლევის შედეგები სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი