ვაპირებთ, გრავიტაციის გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ, პარტიებმა რომლებსაც შეუძლიათ პროდასავლური ძალების შეკრება | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არჩევნებზე ხელისუფლების დასამარცხებლად - 6-მა პარტიამ, რომლებმაც ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი 8 ივლისამდე უნდა მონახონ ერთიანობის "ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია".

სამოქმედო გეგმაზე "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ.

"მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს, იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებამდე მივალთ, 8 ივლისამდე იქნება ეს გადაწყვეტილება, თუ უბრალოდ განაცხადს გავაკეთებთ და მერე რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გაფორმდეს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ თავად, არა მარტო პარია "ახალმა" არამედ იმ პარტიებმა ვისაც შეუძლია მემარჯვენე ცენტრისტული პროდასავლური ძალების შეკრება და ამ ყველაფრისგან გაკეთება "გეიმ ჩეინჯერის" ანუ იმის, ვინც იქნება ლიდერი გამარჯვებული კოალიციის", - ამბობს ნიკა გვარამია.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი