
"ოკუპანტებო, წადით სახლში" - ამ მოწოდებით, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გამართა. მისი თქმით, ხურვალეთი, ოკუპანტების მიერ მაინც იღობება და რუსები არჩევნებში ჩარევასა და ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვებასაც ცდილობენ.
"ლეიბორისტულმა პარტიამ" რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების მოთხოვნით ამერიკის სენატსა და კონგრესს მიმართა.