ის, რომ "ოცნებამ" ბუქარესტის დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა, ქვეყნის ღალატის ტოლფასია | ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ ბუქარესტის დეკლარაციაზე მხარის არ დაჭერა ქვეყნის ღალატის ტოლფასია. მან ასევე ისაუბრა აღნიშნული საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ სხვა დოკუმენტებზე, მათ შორის "ევროპის სახალხო პარტიის" და თანამოაზრე ჯგუფის რეზოლუციაზე. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რუსული კანონი.

"რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ბუქარესტში ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას ოკუპირებული რეგიონებიდან.  ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედება, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრებმა დააფიქსირეს ღია კენჭისყრაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუქარესტში. [...]

იმ რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს ბუქარესტში, არის მოწოდება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომ გააუქმოს "რუსული კანონი", რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას; შეწყვიტოს ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ; გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. [...] ბუქარესტის სესიის მთავარი აქცენტი იყოს სწორედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ, რომელიც მოხსენიებულია, როგორც რუსული ჰიბრიდული ოპერაცია ქართველი ხალხის ევროპული ნების წინააღმდეგ, მან ვერ შეძლოს დარღვევებით ვერც ერთი ხმის მიტაცება", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი