კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა

გამოქვეყნდა:

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად გახდა. მან დაუნინგ სტრიტზე პრემიერის რანგში პირველი მიმართვაც გააკეთა - მან თავის წინამორბედს, რიში სუნაკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მან მძიმე სამუშაო გასწია და მისი მიღწევები "არავის მიერ არ უნდა იყოს დაუფასებელი".

"იმის მიუხედავად, მიეცით ხმა ლეიბორისტულ პარტიას თუ არა, განსაკუთრებით თუ ეს არ გაგიკეთებიათ, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი მთავრობა თქვენს სამსახურში იქნება", - განაცხადა სტარმერმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი