რუსეთში სამხედრო კომისარი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ქრთამის აღების ბრალდებით, მოსკოვის პრეობრაჟენსკოიეს რაიონის სამხედრო კომისარი, პოლკოვნიკი სერგეი ტრიგილევი დააკავეს. რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, დაკავებულია მისი ხელქვეითიც. 

სამხედრო მოხელეები 2 თვით წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. ქრთამის აღებისთვის ბრალი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე კი, რამდენიმე თვის წინ, ტელეგრამ არხზე BAZA-მ გამოაქვეყნა, რომ სამხედრო კომისრები კაცზე 8-10 ათას ევროს იღებდნენ იმისთვის, რომ ახალგაზრდები ჯარში არ გაეწვიათ, თუმცა გაუწვევლობის 100%-იან გარანტიას სამხედრო სამსახურის არიდების მსურველები ფულის გადახდის შემდეგაც ვერ იღებდნენ.

ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთში აქტიურად დაიწყო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და წარმომადგენლების დაკავებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი