შეთანხმების პირველი ეტაპიდან 16 დღის შემდეგ, "ჰამასი" დათანხმდა აშშ-ის წინადადებას, დაიწყოს მოლაპარაკებები ისრაელელი მძევლების, მათ შორის ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ანონიმურ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ჰამასმა" უარი თქვა მოთხოვნაზე, რომ ისრაელთან ჯერ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დადებულიყო და გზა გაუხსნა ექვსკვირიან მოლაპარაკებებს ამის მისაღწევად.
Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინადადება, რომელსაც "ჰამასი" დათანხმდა, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, დახმარების მიწოდებას და ისრაელის ჯარების გაყვანას უზრუნველყოფს, სანამ შეთანხმების მეორე ეტაპისთვის, არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაგრძელდება.