მავრიტანიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა | დაიღუპა სულ მცირე 89 ადამიანი

გამოქვეყნდა:

დასავლეთ აფრიკაში, მავრიტანიის სანაპიროსთან, ესპანეთის კანარის კუნძულებისკენ მიმავალი მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 89 ადამიანი დაიღუპა, ათობით პირს კი ამ დრომდე ეძებენ. 

"მავრიტანიის სანაპირო დაცვამ იპოვა 89 ადამიანის ცხედარი სათევზაო გემზე, რომელიც ორშაბათს, 1-ელ ივლისს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ამოტრიალდა," - წერს ადგილობრივი მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. 

მათივე ცნობით, გემი სენეგალისა და გამბიის საზღვრიდან გავიდა. ბორტზე 170 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, დაკარგულად 70-ზე მეტი ადამიანი ითვლება. სანაპირო დაცვამ 9 მგზავრის გადარჩენა შეძლო. 

ესპანეთის მთავრობის ცნობით, 2023 წელს კანარის კუნძულებზე ჩასული მიგრანტების რაოდენობა ერთ წელიწადში გაორმაგდა და რეკორდულ რაოდენობას, 39 910-ს მიაღწია. ესპანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის, კამინანდო ფრონტერასის, ცნობით, ამ წლის პირველ ხუთ თვეში, ესპანეთში საზღვაო გზით მოხვედრის მსურველი 5 000-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი