"დრო" | თბილისში თვითნასწავლი მხატვრის, ინგა ახვერდოვას გამოფენა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"დრო" - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც გუშინ დაიწყო და დღესაც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. თვითნასწავლი მხატვარი და გეშტალ-თერაპევტი, ინგა ახვერდოვა, რამდენიმე განზომილებიან შემოქმედებას მნახველს, გოგებაშვილის 46 ნომერში გააცნობს.

ნამუშევრები თავისუფლებისთვისაა შექმნილი - მხატვარს სურს აჩვენოს ყველას, რომ ადამიანისთვის  ცხოვრებისეული ჩიხი დასასრული არ არის და გამოსავალი ყოველთვის არსებობს. როგორც თავად გვიყვება, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ხელოვნებისა და ფსიქოლოგიის სინთეზის შედეგია.

"2015-ში როდესაც დავიწყე ხატვა მართლა ჩემი ინსპირაცია იყო სტრესი და ამოსუნთქვა, ამოსუნთქვის საშუალება, თავისუფლება და ცხოვრების გაგრძელება. ამ ცხოვრებას ადამიანი თვითონ თავად ქმნის. შეგიძლია ყველა პრობლემიდან გამოძვრე, მოძებნო გზა. ჩიხი არ არის დასარული ცხოვრების და ამ ნახატებში მაქვს ეს ჩადებული. დღეს იმიტომ გავაერთიანე და გავაკეთე მეტაფორული ბარათები ამ პერსონალურ გამოფენასთან ერთად, რომ გავუზიარო დღეს უკვე სხვებს რამაც მე გადამარჩინა და დამეხმარა," - განაცხადა ახვერდოვამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი