სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სწავლება Eagle Partner 2024 ჩატარდება

გამოქვეყნდა:

სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება, - ინფორმაციას მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდობით ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ სწავლება Eagle Partner 2024 სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება. თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნები კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებასაც ითვალისწინებს.

ასევე, განცხადებაში წერია, რომ წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო პერსონალი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი