"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს , რომ იქნეს სრულად გამოძიებული ეს ინციდენტი" | თავდაცვის მინისტრი ავიაკატასტროფაზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს , რომ იქნეს სრულად გამოძიებული ეს ინციდენტი", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საუბრობს, რომელიც გორში კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა და დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა.

მინდა სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, ახლობლებს, რა თქმა უნდა, ოფიცრებს და ჯარისკაცებს. ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც ძალიან დიდი ტკივილია, მათ შორის, ჩემთვისაც ძალიან დიდი ტკივილია ის დანაკარგი, რომელიც გვაქვს თავდაცვის ძალებში. ეს ტრაგედია არის უმძიმესი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ იქნეს სრულად გამოძიებული ეს ინციდენტი. მეორეს მხრივ, ვიტყვი იმასაც, რომ, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები არის ერთი დიდი ოჯახი და ჩვენ გვერდში დავუდგებით დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს, - ამბობს ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი  მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი