"თავისუფლება მიშას!" | შსს-სთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან - ძალოვან უწყებასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, იურისტები, ეკონომისტები და ექიმები შეიკრიბნენ და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტი ციხეში შურისძიების მიზნით ჰყავს გამოკეტილი.

დღევანდელი აქციის მთავარი მიზანია, საზოგადოებას შევახსენოთ სად ვიყავით შევარდნაძის დროს, რა ხდებოდა იმდროინდელ მილიციაში, როგორ მოხდა პრეზიდენტ სააკაშვილის შემდეგ რეფორმა. მილიცია როგორ გადაიქცა პოლიციად და კორუმპირებული მილიცია როგორ გადაიქცა პოლიციად, რომელიც რეალურად ხალხს ემსახურებოდა. ხოლო დღეს გვაქვს რეალობა ქართული ოცნების პერიოდში, როდესაც პოლიცია არის ასევე პოლიტიზირებული და სწორედაც სიმბოლურია, თავისუფლება მიშას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და ასევე ჩვენს საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სწორედ მის პერიოდში გაკეთდა ეს რეფორმები... - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი