მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - „ღირესული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია. ეს ნაბიჯი ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში გადადგა. პენტაგონის განცხადებაში დიპლომატიური შელამაზების გარეშე ნათქვამია, რომ მასშტაბური წვრთნის გაუქმების მიზეზი განპირობებულია ივანიშვილის მთავრობის ცრუ ბრალდებებია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს ამერიკას საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს.
ღირსეული პარტნიორი 2024 საქართველოში წელს მერვედ უნდა გამართულიყო - 25 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით. მასშტაბური სამხედრო წვრთნები საქართველოში 2016 წლიდან ტარდებოდა და მასში პარტნიორების, მათ შორის, NATO-ს ქვეყნების 2 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.