"რაგბის თემიდან კლანის მოშორების პროცესი დაწყებულია" - რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფი

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფი რაგბის კავშირში მომხდარ სისხლიან გარჩევას რაგბიდან კლანის მოშორების მტკივნეულ პროცესს უკავშირებს. საინიციატივო ჯგუფის წევრმა ალექსანდრე საკანდელიძემ, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას სპეციალური მიმართვა გააცნო. 

საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებას, ვისთვისაც რაგბი ვაჟკაცობასთან ასოცირდება, ბოდიშს უხდის. ამბობს, რომ ეს იმის დასტურია, რომ "რაგბის თემიდან კლანის მოშორების პროცესი დაწყებულია". მისივე თქმით, ამ პრობლემებთან ბრძოლა, რაგბის კავშირში, ბოლო ხუთი წელია მიმდინარეობს - "გარეთ არ გამოგვქონდა, რაგბის იმიჯს ვუფრთხილდებოდით". 

საკანდელიძის ინფორმაციით, დაჭრილ რამაზ ხარაზიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ პროცესმა კარგად ჩაიარა. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ შვიდკაცა რაგბის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად იუნკერების გუნდის კაპიტანი - რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ბესელიასა და ხარაზიშვილს პირადი დაპირისპირება არ ჰქონიათ და კონფლიქტი, შესაძლოა, რაგბის კავშირში ფინანსებისა და ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდებოდეს.

რაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც უწყების პრესსამსახურში, "მთავარს" უთხრეს სისხლის სამართლის საქმე 118-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი