ჩინელი სამხედროები ბელარუსში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

ჩინელი სამხედროები ბელარუსში ერთობლივ "ანტიტერორისტულ წვრთნებში" მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"წვრთნები მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას, ბელარუსული და ჩინური დანაყოფების კოორდინაციასა და ბელარუს-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საფუძვლის შექმნას თავდაცვის სფეროში," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, "ანტიტერორისტული წვრთნები" 8-19 ივლისს გაიმართება.

ბელარუსი 4 ივლისს შეუერთდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელსაც როგორც დასავლეთის გავლენის ალტერნატივას - პეკინი და მოსკოვი უჭერენ მხარს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი