დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავი, სუ-25 ჩამოაგდეს

"პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული სუ-25 თვითმფრინავი, რომელიც ესროდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებს.  ახლა ის იწვის უკრაინის დონბასის სტეპებში", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

მტრის თვითმფრინავი 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მებრძოლებმა ჩამოაგდეს.

მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ეს უკვე 361-ე განადგურებული თვითმფრინავია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი