სიდნეიში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. მათ შორის ერთი 10 თვის იყო. პოლიცია ვარაუდობს, რომ დანაშაული ბავშვების მამამ განზრახ ჩაიდინა. 28 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და ხელის შეშლას ცდილობდა. ახალგაზრდა კაცი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო კლინიკაშია მოთავსებული.
მედიის ცნობით, გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს სახლში კიდევ 4 ბავშვი და მათი დედა, 29 წლის ქალი იმყოფებოდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოსი გადაიყვანეს. ავსტრალიელი ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.