დრონებით თავდასხმით გამოწვეული ხანძრის გამო, ვორონეჟში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ვორონეჟში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი საბრძოლო მასალების საწყობში გაჩენილი ხანძარია, რომელიც დრონებით თავდასხმამ გამოიწვია. რუსული მხარის მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა უკრაინამ განახორციელა. რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, უკრაინის დრონები რუსეთის საჰაერო სისტემებმა ჩამოაგდო, ხანძარი კი  ნამსხვრევებმა გამოიწვია, რომლებიც  პოდგორენსკის რაიონში მდებარე საწყობს დაეცა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლებამ  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო დროებითი განთავსების ცენტრებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი