ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ გამოფენაში ერთადერთი ქართველ მხატვრის ნამუშევრებია გამოფენილი. ახალგაზრდა შემოქმედი წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. მისი ოცნებაც მეტროპოლიტენ მუზეუმში პერსონალური გამოფენის მოწყობას უკავშირდება, რომელიც სამომავლოდ სრულიად რეალისტურად გამოიყურება.
ლევან სონღულაშვილს ჩვენი ჟურნალისტი რუსუდან გიორგაძე მანჰეტენზე შეხვდა, სადაც მეგაპოლისის ხმაური და ჯაზის იმპროვიზაციები არტისტისთვის შთაგონების წყაროდ ქცეულა, თუმცა ნიუ იორკიდანაც კი მხატვარი არ წყდება საქართველოს რეალობას და მთავარ მისიადაც ამ რეალობის შემოქმედებაში გადატანა მიაჩნია.
ავტორი: რუსუდან გიორგაძე