ლე პენი დამარცხდა | ეგზიტპოლის მონაცემებით, ულტრამემარჯვენე "ეროვნული ერთობა" მესამე ადგილზეა

გამოქვეყნდა:

IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული ერთობა", საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში მესამე ადგილზე გავიდა. 

პირველ ადგილზე მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი", ხოლო მეორე ადგილზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანებაა. 

შეგახსენებთ,  ორტურიანი  ვადამდელი არჩევნები ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში "ეროვნულმა ერთობამ" მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 1 კვირის წინ ჩატარდა, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ათობით ოლქში გაიმარჯვა, თუმცა მეორე ტურისთვის, მის წინააღმდეგ ცენტრისტულმა და მემარცხენე პარტიებმა ძალები გააერთიანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი