იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც კურიერს თავს დაესხა და დაჭრა | დაშავებული კლინიკაში რჩება

გამოქვეყნდა:

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც "გლოვოს" კურიერს თავს დაესხა და ორივე ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობები მიაყენა. აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს, ის მიმალვაშა. 

დაშავებულ 32 წლის თემო სიგუას, გუშინ, გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა კაცს ორივე ფეხის ტერფი შეუნარჩუნეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 6 ივლისს ნუცუბიძის ქუჩაზე, საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. როგორც ირკვევა, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც, არსებული ინფორმაციით, 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ დაჭრა პნევმატური იარაღიდან მოხდა, ოჯახისთვის კი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ამის მტკიცება გაუგებარია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი