ოკუპაცია გრძელდება - რუსი სამხედროების სამიზნე, ამჯერად, ზემო ნიქოზი და ხურვალეთია

გამოქვეყნდა:

ოკუპაცია და მიწების მიტაცება გრძელდება. ამჯერად რუსი სამხედროების სამიზნე სოფლები ზემო ნიქოზი და ხურვალეთია. ახალ მავთულხლართებს სამხედროები გაძლიერებული დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ ამონტაჟებენ, მაშინ, როდესაც ქართული პოლიცია "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის დევნით არის დაკავებული.

დღეიდან კიდევ უფრო გაიზარდა ტერიტორია, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად შესვლას ვეღარ შეძლებენ. 2008 წლის ომის შემდეგ მცოცავი ოკუპაციით რუსმა სამხედროებმა ქალაქ გორის ფართობზე ორჯერ დიდი ტერიტორია მიიტაცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი