ბარსელონაში მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა | დემონსტრანტებმა ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს

გამოქვეყნდა:

ბარსელონაში მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ კვირას აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტურიზმმა გაზარდა ქირის ფასი და ქალაქი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახადა.

რამდენიმე გამოცემის ცნობით, ათასობით მომიტინგემ, მათ შორის 150-ზე მეტმა ორგანიზაციამ, შაბათს ბარსელონაში მსვლელობა გამართა.  პროტესტის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით: "ბარსელონა არ იყიდება", "ტურისტებო წადით სახლში". 

BBC-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეებმა პოპულარულ ტურისტიულ ზონებში, კაფეებში თუ სხვა ობიექტებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს. 

ბარსელონა ყოველწლიურად იზიდავს მილიონობით მოგზაურს, ქალაქის ტურიზმის ობსერვატორიამ განაცხადა, რომ 2023 წელს ქალაქმა მიიღო 15,6 მილიონი ტურისტი. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურთა ნაკადს მოაქვს ფული ბარსელონას ეკონომიკაში, მას ასევე შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს მაგალითად ადგილობრივებისთვის ცხოვრების ფასის გაზრდაზე.

Reuters-ის ცნობით, ბარსელონასა და სხვა პოპულარულ ქალაქებში, როგორიცაა მადრიდი, ივნისში 18%-ით გაიზარდა ქირა წინა წელთან შედარებით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი