10 დღის წინ იყო კოკისპირული წვიმა, ერთ წვეთს არ შემოუღწევია | გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

გამოქვეყნდა:

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ კომპლექსში წყალი არ ჩასულა. ეს კითხვა "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ მოიხსნა საკურთხევლის აბსიდის დროებითი გადახურვა, ახალი კონსტრუქციის მოწყობამდე.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ წვიმის დროს ტაძარში წყალი აუცილებლად ჩავიდოდა.

"არ ყოფილა წვიმა არაფერი გელათში ეგეთი ინტენსიური რაღაც, რომ გელათი ამ კუთხით დამდგარიყო საფრთხის ქვეშ. ალბათ მოგეხსენებათ, 10 დღის წინ იყო სერიოზული კოკისპირული წვიმა და უბრალოდ ერთ წვეთს არ შემოუღწევია, გელათი არ დგას ამ საფრთხის წინაშე, რომ იქ წყალი ჩამოდიოდეს, თუ არ მოხდა თებერვლისნაირი სტიქია, რომელმაც ხალხი შეიწირა", - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი