ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი ციმბირის ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს

გამოქვეყნდა:

რუსი უფლებადამცველის, სვიატოსლავ ხრომენკოვის ინფორმაციით, ციმბირის ციხის ადმინისტრაციამ, ომის მოწინააღმდეგე  62 წლის აქტივისტი ნატალია ფილონოვა ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს.

ფილონოვა ახლა ციხის იმ ნაწილშია, სადაც პატიმრები უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, შეზღუდული აქვთ წვდომა საპყრობილის სხვა ტერიტორიასთან და შეზღუდული აქვთ მეგობრებისა და ნათესავების ვიზიტები. 

ფილონოვა 17 თვიან სასჯელს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იხდის. ის 2022 წელს ომის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დააკავეს. 

ფილონოვა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი