რუსეთმა კიევში ამჯერად სამშობიარო დაბომბა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთის განმეორებითი თავდასხმა კიევზე - სამიზნე ისევ სამედიცინო დაწესებულება გახდა. დაბომბილია სამშობიარო. უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, ამ დროისათვის ცნობილია 4 დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ.

შეგახსენებთ, აგრესორმა დღეს დილიდან სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქზე და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა.

კიევის გარდა, რუსული რაკეტების სამიზნე გახდა დნიპრო, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი