კიევში ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური [SBU] ავრცელებს.
„ტრაგედიის ადგილზე უკვე ნაპოვნია შესაბამისი მტკიცებულებები: კერძოდ, Kh-101 რაკეტის უკანა კორპუსის ნაწილები სერიული ნომრით და ამავე რაკეტის საჭის ნაწილი“, - იტყობინება დეპარტამენტი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "ოხმადეტზე" თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასა და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.