„უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა ყველაზე ამაზრზენი ქმედებაა, ვდგავართ უკრაინის გვერდით" | დიდი ბრიტანეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და კიევის ბავშვთ საავადმყოფოზე დღევანდელ თავდასხმას ეხმაურება.

„უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა ყველაზე ამაზრზენი ქმედებაა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენი მხარდაჭერა არ შეიცვლება“, - წერს კირ სტარმერი  X-ზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 30-მდე ადამიანი და დაშავებულია 100-ზე მეტი.
 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი